დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამერიკულ და ბრიტანულ ნოველებს წარადგენენ

„ამერიკული და ბრიტანული ნოველების“ ეს კრებული ლიტერატურის თერთმეტი თვალსაჩინო მწერლის (მარკ ტვენი, ო. ჰენრი, სტივენ ლიკოკი, საკი (ჰ. მანრო), შერვუდ ანდერსონი, მერი ვები, ვირჯინია ვულფი, ქეთრინ მენსფილდი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, მაიკ ქუინი, ვაშინგტონ ირვინგი) ნაწარმოებებს აერთიანებს.

ამ მწერალთა შემოქმედებას კარგად იცნობს ქართველი მკითხველი და ბუნებრივია, დიდია ინტერესიც თითოეული მათგანის  მიმართ.

სხვადასხვა სოციალურ გარემოსა და სიტუაციაში მოხვედრილი ადამიანების პიროვნული ბედი; სამყაროსთან კონფლიქტში გაღვივებული თავგადასავლები; იუმორი და ბასრი გროტესკი – ამ ყველაფერს ქეთევან თუხარელის მიერ თარგმნილ ნოველებში ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავს მკითხველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები