ბიზნესმენთა დელეგაცია ბუდაპეშტს ესტუმრა

საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ შეხვედრა გამართა საქართველოს ბიზნეს დელეგაციასთან, რომელიც ბუდაპეშტს სტუმრობს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში.

დელეგაცია შედგება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისაგან.
ზემოაღნიშნული დელეგაცია უნგრეთში შეფუთვების ტექნოლოგიების პირველი უნგრული კლასტერის Omnipack -ის მოწვევით იმყოფება.

ვიზიტის ძირითად მიზანს გარემოსდაცვითი და შეფუთვის ეკოსისტემების კუთხით უნგრეთის გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენს.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ უნგრეთის სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან, პროფესიონალურ ასოციაციებთან და შემფუთავ საწარმოებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები