საქართველო გლობალური კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლების პროექტს შეუერთდა

საქართველო Universal Music-ის, National Geographic-ისა და WWF-ის ერთობლივ პროექტს “Resolution“ შეუერთდა, რომელიც გლობალური კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

პროექტის ფარგლებში Universal Music მიერ სპეციალურად შეიქმნა სიმღერა „Resolution“, რომელსაც ახალი წლის ღამეს მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლავები და გუნდები შეასრულებენ. გლობალური კამპანიის გზავნილია – „გადავარჩინოთ ჩვენი დედამიწა“. ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის სპონსორობით და  საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ამ ინიციატივაში საქართველოც იღებს  მონაწილეობას.

თბილისის ოპერისა და თეატრის სოლისტთა ანსამბლ „სულიკოს“ მომღერლები შეასრულებენ “Universal Music”-ის მიერ დაწერილი სიმღერის უნიკალურ ვერსიას, რომელიც ქართულ პოლიფონიაზეა აგებული.

როგორც საქართველოს საელჩოში ამბობენ, გარდა იმისა, რომ პროექტი დიდ მნიშვნელობას იძენს დღევანდელი მსოფლიოს გამოწვევების – გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობადობის ამაღლებისათვის, ქვეყნის ჩართულობა ასეთ მასშტაბურ პროექტში საქართველოს უნიკალური მრავალხმიანობისა და ტრადიციული სიმღერის პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები