ვენაში გია ყანჩელისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

ვენაში, მინორიტეკირხეს ისტორიულ ტაძარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საშობაო კონცერტი, რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა. კონცერტში მონაწილეობდნენ ვენაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები: პიანისტი ქეთევან სეფაშვილი, კომპოზიტორი და პიანისტი გიორგი კაჩინსკი, ფლეიტისტი თემურ ხარშილაძე და სოპრანო მადინა კარბელი.

საშობაო ღონისძიება ავსტრიაში საქართველოს ელჩმა, დავით დონდუამ გახსნა. ელჩმა სტუმრებს ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები წარუდგინა და გია ყანჩელის შემოქმედებაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ავსტრიას შორის კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ,2019 წელს საელჩოსთან თანამშრომლობით არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.

კონცერტს ავსტრიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ავსტრიის სამთავრობო სტრუქტურების, კულტურულ-სამეცნიერო წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები