ახალი ამბები

ფოტოგამოფენა “Amina: Life”

დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ფოტოგამოფენა ”Amina: Life”  გაიხსნა.

გამოფენა  კიევში, მაიდანზე მოწყობილი ღირსების რევოლუციისა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართული უკრაინის განმანთავისუფლებელი ომის გმირის ამინე ოკუევას ხსოვნას ეძღვნება.
ამინე ოკუევა 2017 წლის 30 ოქტომბერს რუსმა დაქირავებულმა ბოევიკებმა მოკლეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ამინეს 34 ფოტო – ზუსტად იმდენი, რამდენი წელიც იცოცხლა ამ ქვეყანაზე. აქედან 17 ფოტო არის შავ-თეთრი, აღმოსავლეთ უკრაინის ომის ცხელი წერტილებიდან. ხოლო 17 ფერადი ფოტო კი ეძღვნება ამ უმშვენიერეს და უშიშარ ქალს, რომელმაც თავისი სიცოცხლე თავისუფლებას შესწირა.

გამოფენა “Amina: Life” 2018 წელს  უკრაინის პარლამენტში იყო წარმოდგენილი, 2019 წელს კი ის გამოიფინა პოლონეთის სეიმის შენობაში.

გამოფენა 22 დეკემბრამდე გაგრძელდება.

სხვა სიახლეები

შეხვედრა ანიტა რაჭველიშვილთან

Editor

„Arirang TV“ – ის გადაცემა „The Diplomat“- ის მიმდინარე კვირის ეპიზოდი საქართველოს დაეთმო

Editor

კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის კონკურსში ჯვრის მონასტრის პროექტმა გაიმარჯვა

Editor

“საქართველო – კავკასიის გული” – ნიკოლას პერნოტის ფილმს შვეიცარიაში უჩვენებენ

Editor

”ემიგრანტები”

Editor

მზადება გლობალური მეწარმეობის კვირეულისთვის

Editor