საქართველო საკალათბურთო ევროჩემპიონატის მოლოდინში
მიუნხენში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრა გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დედაქალაქი გაისად, 10 – 19 ივლისს ევროპის 20 – წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს.
გერმანიაში გამართულ ცერემონიას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე – პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და 20 – წლამდელთა ნაკრების მენეჯერი შალვა ონიანი ესწრებოდნენ.
ვლადიმერ ბოისა უშუალოდ მონაწილეობდა წილისყრაში და ჯგუფებში რამდენიმე ნაკრებს ადგილი მიუჩინა.
საქართველოს 20 – წლამდელთა ნაკრები C ჯგუფში რუსეთთან, ნორვეგიასთან, ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად მოხვდა.
თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მონაწილეობას 22 ქვეყნის ნაკრები მიიღებს.