საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში თავშესაფრის მიღების ძალიან მცირე შანსი აქვთ
2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ნებართვა მიიღეს. უვიზო რეჟიმის უარყოფითი შედეგი კი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი თვლის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში თავშესაფრის მიღების ძალიან მცირე შანსი აქვთ – არალეგალური მიგრაციის პრევენციისთვის დამატებითი ზომები იქნება მიღებული და შესაბამისად, საქართველოს აპლიკანტების ძალიან მცირე რაოდენობა შეძლებს თავშესაფრის მიღებას.
გამკაცრდა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მოთხოვნათა დამრღვევების მიმართ. გარდა ამისა, პარლამენტმა სისხლის სამართლებრივ დანაშაულთა კატეგორიას მიაკუთვნა ფინანსური, ან სხვა მატერიალური სარგებელის მიზნით საქართველოს მოქალაქეთა სხვა ქვეყანაში უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობა.
‘’მრავალია თვეა პრობლემები გავაქვს დაუსაბუთებელ თავშესაფრის მაძიებლებთან. თავშესაფრის სისტემა მოწყობილია, რათა დაიცვას ადამიანები, რომლებიც გამოექცნენ ომს, კონფლიქტს ან დევნას. საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა მიიღებს თავშესაფარს. თუმცა ეს მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს სისტემაზე და დაკავშირებულია სხვა სახის პრობლემებთან. ზოგჯერ ამას აქვს კრიმინალური ბუნება, ზოგჯერ ეს ეხება სამედიცინო სისტემის გამოყენებას, ანუ არსებულ წესებთან თანხმობაში არ მოდის.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან წარმატებული იყო, ჩვენ ვხედავთ ძალისხმევას, ამბიციას, რათა ეს პრობლემები მოგვარდეს. ვხედავთ, რომ გვყავს ძლიერი პარტნიორი საქართველოში.
საქართველოს 500 ათასმა მოქალაქემ უკვე გამოიყენა თავისუფალი სავიზო რეჟიმით მინიჭებული შესაძლებლობა. ეს ადამიანებს აკავშირებს, ხელს უწყობს მოგზაურობას ორივე მიმართულებით, ეს კარგია ადამიანების კონტაქტისთვის, ბიზნეს კონტაქტებისთვის“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.