ჰალკი კვლავ ჩემპიონი და პლანეტის უძლიერესი მკლავჭიდელია

პოლონეთის ქალაქ რუმიაში გამართულ „ტოპ 8“-ის ფინალში ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი, იგივე ჰალკი და რუსი ვიტალი ლალეტინი შეხვდნენ.

ფინალი საკმაოდ დაიძაბა. მეტოქე, მეორე რაუნდზე გადასასვლელად, ხელის ასხლეტას ცდილობდა, მაგრამ მკლავჭიდის წესებიდან გამომდინარე, მათ ხელები დაუბეს.  ჰალკმა რუს მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა მკლავჭიდელმა რუსი მეტოქე 6 : 0 დაამარცხა და მსოფლიოს 9-გზის ჩემპიონი და პლანეტის უძლიერესი მკლავჭიდელი გახდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები