ჯემზ სუპერნოვას ვორქშოპი

13 დეკემბერს, British Council Georgia  Tempo RadioLab,  KHIDI/G2-სთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ ვორქშოპს, რომელსაც  ბრიტანელი მუსიკოსი, დიჯეი და რადიო სელექტორის წამყვანი ჯემზ სუპერნოვა ჩაატარებს.

ვორქშოპის მიზანია ადგილობრივი მუსიკოსებისთვის დიჯეინგის გამოცდილების გაზიარება. სამუშაო შეხვედრა  KHIDI/G2-ში გაიმართება.

15 დეკემბერს კი ჯემზ სუპერნოვა  ლაივ სეტს ხიდში დაუკრავს.

ჯემზ სუპერნოვა  ახალი თაობის ერთ – ერთი თვალსაჩინო ბრიტანელი ქალი დიჯეია. ის ცვლილებების ინიციატორი და BBC – ის რადიოში რადიო პლატფორმა DIY Generation-ის შემქმნელი არის. ეს პლატფორმა ორიენტირებულია ახალგაზრდებზე, განსაკუთრებით ქალებსა და ფერადკანიანებზე, რომლებიც თავად ზრუნავენ საკუთარი კარიერის განვითარებაზე.

ჯეიმზ სუპერნოვას ვიზიტი საქართველოში ორგანიზებულია ბრიტანეთის საბჭოსა და რადიო ტემპოს მიერ და არის ბრიტანეთი – საქართველო 2019 სეზონის ნაწილი.

დიდი ბრიტანეთი  – საქართველო 2019 სეზონი   ბრიტანეთის საელჩოს და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ერთობლივად წარმოდგენილი 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარი სპეციალური პროგრამაა, რომელიც  2019 წლის სექტემბრიდან იანვრამდე ხორციელდება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.