საქართველოს სახელმწიფო საბალეტო დასი ესპანეთში გასტროლს იწყებს

13 დეკემბერს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი, ესპანეთში გასტროლზე მიემგზავრება. საბალეტო დასი ესპანეთის შვიდ ქალაქში- ლოგრონიოში, სენ-სებასტიანში, ბარბასტროში, სარაგოსაში, ტერასაში, მანრესა და  ვალენსიაში 11 საბალეტო წარმოდგენას გამართავს.

პროგრამაშია „მაკნატუნა“, „ლაურენსია სუიტა“, „ფასკუნჯი“ და „შოპენიანა“. გასტროლი 28 დეკემბრამდე გაგრძელდება. წარმოდგენები საქართველოში კი 12 იანვრიდან ახალი “მაკნატუნას” პრემიერით გაგრძელდება.

ოპერის  თეატრის საბალეტო დასი ახლახან დაბრუნდა ჩინეთიდან, სადაც, წარმატებული ტურნეს ფარგლებში, 6 ქალაქში ატარებდა წარმოდგენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები