ისტორია და ისტორიები სლაიდერი ყველა სიახლე

როგორ აღმოჩნდა სესილია თაყაიშვილი “Pink Floyd”-ის კლიპში

ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის, “Pink Floyd”-ის კლიპში, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე  “Money” (ალბომიდან The Dark Side Of The Moon”), ლეგენდარული ქართველი მსახიობის, სესილია თაყაიშვილის ფოტოს აღმოაჩენთ. არსებობს რამდენიმე მოსაზრება იმის შესახებ, როგორ აღმოჩნდა ჟურნალ “სავეტსკოე კინოდან” ამოჭრილი ფოტო კლიპში. თუმცა, ყველა ვერსია ჯგუფის ერთ-ერთ დამაარსებელს, რობერტ უოტერს უკავშირდება.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, 1970-იანი წლების დასაწყისში ინგლისში მსოფლიოს 100 საუკეთესო მსახიობი გამოავლინეს, მათ შორის იყო სესილია თაყაიშვილიც. სამწუხაროდ, სიაში იგი მოხსენიებული იყო, როგორც რუსი და არა ქართველი მსახიობი. სწორედ ამ ასეულში შეუნიშნავს სესილიას მეტყველი სახე უოტერ, ძალიან მოსწონებია და გადაუწყვეტია, კლიპში გამოეყენებინა.

ფლოიდელ” დევიდ გილმორთან დაახლოვებული პირის ინფორმაციით კი, როდესაც როჯერს თენგიზ აბულაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” უნახავს, ემოციებისგან ცრემლი წამოსვლია. ფილმის ნახვის შემდეგ, ნოდარ დუმბაძის წიგნიც კი წაუკითხავს, ხოლო სესილიას ფოტო ვიდეოსთვის ჟურნალიდან ამოუღია.

არსებობს კიდევ ერთი ძველი ამბავიც, – 1980 წელს “პინკ ფლოიდი” საკონცერტოდ ლენინგრადში (ახლანდელ პეტერბურგში) უნდა ჩასულიყო. “კრემლმა” გადაწყვიტა ჯგუფისთვის ვინმე საბჭოთა მომღერალი შეეხვედრებინა და ალა პუგაჩოვა აარჩია, მაგრამ ისევ და ისევ უოტერსმა, თურმე, სესილიასთან შეხვედრა ითხოვა.

უცნაურია, რატომ გადაწყვიტა კლიპის რეჟისორმა, ჟან დაკარტმა მისი პროტოტიპის გამოყენება, თუმცა ერთ-ერთი ინფორმაციით, როდესაც ფრანგ რეჟისორს სესილიას განსახიერებული როლები უნახავს,  უთქვამს: „ეს ჩემი ბებიაა, რომელიც პროვინციაში ცხოვრობსო“.

სხვა სიახლეები

ზაზა ფაჩულიას საშობაო ფოტო

Editor

დღეს, საქართველოს სახალხო არტისტის, არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება

Editor

როგორ აღნიშნავდნენ შობას სამეგრელოში

Editor

18 დეკემბერი ემიგრანტთა საერთაშორისო დღეა

Editor

საქართველოს სტენდმა გამოფენაზე საუკეთესოდ ორგანიზებული სტენდის ტიტული მიიღო

Editor

მაჭახელას ეროვნულ პარკში მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა და  2 ტურისტული მარშრუტი მოეწყო

Editor