“მიგრაციის საერთაშორისო ფესტივალი” ჭიათურის შესახებ გადაღებული ფილმით გაიხსნება

“მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალს” თბილისი 13-18 დეკემბერს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში შეგიძლიათ, იხილოთ ფილმები, რომლებშიც ნაჩვენებია ის იმედი და სირთულეები, რაც მიგრაციას ახლავს თან. 

კინოფესტივალი გაიხსნება ქართველი რეჟისორის, ვახო ჯაჯანიძის მიერ გადაღებული ფილმით – “გამოსვლა”, რომელიც პატარა ინდუსტრიული ქალაქის, ჭიათურის შესახებ მოგვითხრობს, სადაც თითქოს დრო გაჩერდა, თუმცა ადამიანები მაინც განაგრძობენ გადარჩენისათვის ბრძოლასა და “უაზრო ცხოვრებას”.

ფესტივალზე, რომელიც კინოთეატრ ამირანში გაიმართება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებულ 14 ფილმს უჩვენებენ. მათ შორის, “წვიმის დროს / In Times of Rain-ს”, რომელიც სოფლიდან ურბანული ცენტრებისკენ მიგრაციის შესახეს მოგვითხრობს და მოუწოდებს აუდიტორიას იფიქროს იმაზე, თუ რა გავლენა აქვს მიგრაციას იდენტობასა და კულტურაზე.

“პასპორტის ძალა / Power of Passport” გვატემალადან ამერიკის შეერთებულ შტატებში წარუმატებელი მიგრაციის შესახებ  ოთხი ისტორიის მეშვეობით გვიყვება.  ფილმი ხაზს უსვამს საერთაშორისო საზღვრებზე ქალთა და მამაკაცთა გადაადგილების შეზღუდვას, როგორც ერთ-ერთ უდიდეს უთანასწორობას და ადამიანის უფლებების დარღვევას თანამედროვე მსოფლიოში.

“Global Migration Film Festival 2019”  ფესტივალი ერთდროულად 100-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. წელს კინოჩვენებების პარალელურად, “ამირანში” დინა ოგანოვას ფოტოგამოფენაც მოეწყობა – “უთქმელი ამბები- სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების ისტორიები” – ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანია რეპატრირებული  ადამიანების წარმატების გაზიარება. IOM Georgia  წლებია ამ მიმართულებით მუშაობს და დაბრუნების მსურველ ემიგრანტებს ეხმარება, დასაქმდნენ საკუთარ ქვეყნაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.