გაეროს ანგარიშში, ცხოვრების დონის მიხედვით, საქართველო 56 -ე ადგილზეა

გერმანულმა  ” Bild”- მა,  ცხოვრების დონის მიხედვით, ქვეყნების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც საფუძვლად გაეროს ანგარიში უდევს.

გაეროს ჩამონათვალში სულ 189 ქვეყანაა, რომელიც თავისუფლების, განათლების, უსაფრთხოების, ჯანდაცვის  ეკონომიკურ განვითარებასთან შესაბამისობის კუთხით შეფასდა.

გაეროს მოხსენებაში, ძალიან მაღალი დონის ჯგუფში, 62 ქვეყანა შევიდა.

რეიტინგის მიხედვით, ცხოვრების ყველაზე მაღალი  დონე ნორვეგიაშია. მეორე ადგილზეა შვეიცარია, მესამეზე – ირლანდია. მეოთხე ადგილი  გერმანიამ და ჰონკონგმა გაიყო.

საუკეთესო ქვეყნების ათეულში ასევე შევიდნენ: ისლანდია, ავსტრალია, შვედეთი, სინგაპური, ნიდერლანდები.

დაბალი პოზიციები დაიკავეს იმ ქვეყნებმაც, სადაც სამხედრო კონფლიქტები დაფიქსირდა.

საქართველო, 71,34 ქულით, აღნიშნულ რეიტინგში, 56-ე ადგილზე აღმოჩნდა.

ჩვენი მეზობელი ქვეყნების  პოზიციები ასე განაწილდა: სომხეთი – 59-ე ადგილი, აზერბაიჯანი – 61-ე ადგილი, რუსეთი – 62-ე ადგილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.