ახალი ამბები ტურიზმი

აჭარისა და ბათუმის სარეკლამო ვიდეორგოლები ლიეტუვას წამყვანი ტელევიზიის ეთერით გადაიცემა

აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაცია გრძელდება. ამჯერად, ბათუმის და ზოგადად, რეგიონის შესახებ რეკლამები ლიეტუვაში ყველაზე რეიტინგული  ტელევიზიის, “LNK” – ის  ეთერით გადაიქცევა, რომელსაც ყოველდღიურად მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.

აჭარის პოზიციონირება  მიმდინარეობს სამოგზაურო დაჯავშნის პორტალზე Expedia, რომლის მილიონობით მომხმარებელი დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაციას იღებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის ცნობადობის გაზრდისა და რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო კამპანიებს 16 სამიზნე ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში აწარმოებს.

“შემოდგომა-ზამთრის სარეკლამო აქტივობების ფარგლებში ჩვენ ვაგრძელებთ აჭარის რეკლამირებას პოლონეთში, უკრაინაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა სამიზნე ქვეყნებში. წელს პირველად დავიწყეთ თანამშრომლობა სამოგზაურო და  დაჯავშნის პორტალთან -“Expedia”, რომლის მეშვეობითაც გვსურს ჩვენს სამიზნე აუდიტორიას გავაცნოთ აჭარა, საქართველო, როგორც მათთვის ახალი, საინტერესო ტურისტული მიმართულება. გარდა ამისა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას WIZZ AIR -თან, რომლის დაბრენდილი ჩასხდომის ბარათებით  პოტენციურ უკრაინელ ტურისტებს მოვუწოდებთ აჭარას ეწვიონ. საერთაშორისო ტელეკომპანიების პარალელურად,   ჩვენ აჭარის საიმიჯო რგოლების გაშვება უკვე სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ ტელეარხებზე დავიწყეთ. ამ შემთხვევაში ესაა  ლიეტუვაში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია, რომლის ეთერშიც ჩვენი ორი ვიდეორგოლი ტრიალებს. ამ და სხვა სარეკლამო აქტივობების მიზანი, ბუნებრივია ცნობადობის გაზრდა და რეგიონში ტურისტების მოზიდვაა,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

სხვა სიახლეები

ლატვიაში საქართველოს ელჩმა ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა 

Editor

რეკორდული რიცხვი საქართველოს ტურიზმის ისტორიაში – 2019 წლის სტატისტიკა 

Editor

2 მარტს რიშელ როჯერსის ვორქშოფი გაიმართება

Editor

”ძალიან ბედნიერები ვართ, რომ სამშობლოში დაბრუნება მოვახერხეთ…”

Editor

ინტერვიუ წითელ არმიასთან მებრძოლ გენერალთან – გიორგი კვინიტაძესთან

Editor

შვეიცარიის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითაც შეძლებენ

Editor