ტეზარაქტი – ქართველი ხელოვანების არტპროექტი ბერლინში

14 ნოემბერს ბერლინის “MONOM–”ის შენობაში ქართველი ხელოვანები  სრულიად განსხვავებულ არტპროექტს წარმოადგენენ. პერფორმანსი “The MUDD Show”-ის პირდაპირ ეთერშიც გადაიცემა.

Reso Kiknadze & Mess_Montage, Nikakoi, Post Industrial Boys  Giorgi Koberidze aka Cobert, Nakashidze, Zaz, Lion Bakman,  Ika – ასეთია იმ ხელოვანთა ჩამონათვალი, რომლებიც „მონომში“ მისულ სტუმრებს პირდებიან იმას, რაც აქამდე არასდროს უნახავთ და მოუსმენიათ. პროექტი მოიცავს ხელოვნების რამდენიმე დარგს, მათ შორის, მუსიკასა და მხატვრობას.

რეზო კიკნაძე ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელიც  პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის რექტორია. კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოც.

ნიკა მაჩაიძე (aka ‘Nikakoi’ ან ‘Erast’) ქართული ელექტრონული მუსიკის მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომლის მუსიკაც ხშირად ქართული ფოლკლორითაა შთაგონებული.

‘Post Industrial Boys’,  მიუხედავად სახელწოდებისა, ერთკაციანი პროექტია და მას გოგი ძოძუაშვილი წარმოადგენს. მისი მუსიკა უმეტესად პოპისა და ელექტრონული მუსიკის ნაზავია, რომელიც უკვე გამოვიდა 2 ალბომად.

რაც შეეხება, Mess_montage-ს – ეს არის ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის პროექტი ბერლინში მოქმედი ქართველი კომპოზიტორის, შემსრულებლისა და პედაგოგის თორნიკე მარგველაშვილისაგან.

გიორგი კობერიძე (COBERT) არის ის ხელოვანი, რომელიც 14 დეკემბერს ბელინელ მსმენელს ქართული ფოლკლორის ელექტორულ მუსიკად ქცეულ ვერსიებს წარუდგენს.

არტპროექტს საქართველოდან მიწვეული სტუმარიც ეყოლება – ახალგაზრდა ხელოვანი თბილისიდან „მონომში“ მრავალი მუსიკისა და ჟანრის ნაზავს წარადგენს, სახელად “Exit!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები