მორის ყვითელაშვილი Golden Spin of Zagreb 2019 – ის მეორე ადგილის მფლობელია

ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა, ხორვატიის ქალაქ ზაგრებში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – ”Golden Spin of Zagreb 2019,”  მეორე ადგილი დაიკავა.

მორისმა მოკლე პროგრამაში  81,10 ქულა მიიღო და სულ ცოტათი ჩამორჩა პირველი ადგილის მფლობელს, ისრაელის წარმომადგენელს, ალექსეი ბიჩენკოს,  რომელმაც 81,31 ქულა დააგროვა.

თავისუფალ პროგრამაში კი მორისმა მეოთხე შედეგი აჩვენა. მისი გამოსვლა 155,5 ქულით შეფასდა – 78,35 ტექნიკური ელემენტებისთვის და 77,20 პროგრამული კომპონენტებისთვის. მთლიანობაში მან 236,65 ქულა დააგროვა.

მორის ყვითელაშვილი 2016 წლამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდა, ხოლო მას შემდეგ არაერთხელ იასპარეზა საქართველოს სახელით მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე და ასევე 2018 წლის ოლიმპიადაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.