აჭარა სოფლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდით წარდგა

აჭარის სოფლის ტურისტულ შესაძლებლობებს პოპულარიზაცია პოლონეთში, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეწია. გამოფენაზე აჭარა დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი და ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ სოფლის ნობათი და ტკბილეული დაეგემოვნებინათ, გარდა ამისა, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ. ღონისძიებაზე რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ წელს პირველად  წარადგინა.

სოფლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაშიაგროტურიზმი და აქტიური ცხოვრებასოფლის ტურიზმის ბიზნესში დასაქმებული 100-მდე კომპანია, ტურისტული სააგენტო, ორგანიზაცია და საოჯახოსასტუმრო სახლები მონაწილეობდა.

პოლონეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება ბოლო წლებია აქტიურად მიმდინარეობს. წლის განმავლობაში დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას ვარშავისკატოვიცესა და ვროცლავის ტურისტულ გამოფენებზე ანხორციელებს. გარდა ამისა, აქტიურ ონლაინ  და გარე რეკლამას აწარმოებს პოლონეთის მსხვილ ქალაქებში, ორგანიზებას უწევს პრეს და ინფოტურებს, რის შედეგადაც აჭარის შესახებ სტატიები და რეპორტაჟები პოლონურ მედიაში ქვეყნდება. რეგიონის რეკლამირება პოლონეთში სამომავლოდაც გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.