ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ ზაგრებში ოქროს მედალი მოიპოვეს
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა სპორტსმენებმა ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი მოიპოვეს.
მათ მოკლე და თავისუფალი პროგრამების შემდეგ 142,54 ქულა დააგროვეს და პირველი ადგილი დაისაკუთრეს.
მეორე და მესამე ადგილები ამერიკელმა მოციგურავეებმა დაიკავეს.
„ყოველ ახალ სტარტს დიდი მნიშვნელობა აქვს ახალბედა სპორტული წყვილისათვის, ეს გამარჯვება კი დიდი სტიმული იქნება მათთვის სეზონის ისეთი მთავარი ტურნირების წინ, როგორიცაა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები და იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი. ვულოცავთ ქართველ სპორტსმენებს ოქროს მედლებით შეფასებულ ამ წარმატებულ შედეგს“, – ნათქვამია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის განცხადებაში.
ამ ტურნირამდე, ნოემბერში, ლუკა ბერულავა და ალინა ბუტაება რიგაში იუნიორთა შორის გრან-პრის მფლობელები გახდნენ