ახალი ამბები განათლება

თბილისში საერთაშორისო მასტერკლასი “Dsm-5 – ყოვლისმომცველი მიმოხილვა” ჩატარდება

კავკასიის გეშტალთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის და ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, 16 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე, საერთაშორისო მასტერკლასი ჩატარდება თემაზე –  “Dsm-5 – ყოვლისმომცველი მიმოხილვა”, რომელსაც ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მინდია გაბიჩვაძე წარუძღვება. იგი ამ სემინარისთვის სპეციალურად  ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვა.  

ამ მასშტაბის მასტერკლასი ფართო აუდიტორიისთვის პირველად ტარდება  და მასში 4 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

მასტერკლადის სასწავლო მიზანია:

  • DSM – ის ისტორიის აღწერა.
  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვებითი დარღვევების ტიპების ახსნა.
  • კულტურული განსხვავებულობის ფონზე კატეგორიების აღწერა.
  • DSM – ის გამოყენების შეზღუდულობის ახსნა კრიმინალისტური მახასიათებლების დროს.

ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის პუბლიკაცია – „ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო“,  დარგის სტანდარტს კლინიკოსებისა და მკვლევარებისათვის, ფარმაცევტული კომპანიების, სადაზღვევო კომპანიებისა და პოლიტიკოსებისათვი მას შემდეგ წარმოადგენს, რაც 1952 წელს  მისი თავდაპირველი პროექტი გამოქვეყნდა.  სახელმძღვანელოს მეხუთე გადასინჯვა, მისი არაფორმალური სახელწოდებით – ”DSM-5” 2013 წლის მაისში  იხილა საზოგადოებამ.

მონაწილეებს  კურსის  მასალა დაურიგდებათ,  ჯგუფურ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას, შეასრულებენ სავარჯიშოებს და კურსის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატსაც მიიღებენ.

ტრენინგის წამყვანი,  ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მინდია გაბიჩვაძე, ნეიროფსიქოლოგიური შეფასებისა და დიაგნოსტირების, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ფართო სპექტრის ექსპერტი გახლავთ და  განწყობისა და პიროვნული დარღვევების, ტრავმებისა და ნივთიერებების ბოროტად გამოყენების საკითხების სპეციალისტია.

ბატონმა მინდიამ მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი  კლინიკურ ფსიქოლოგიაში ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის მიერ აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში მიიღო.  გარდა ამისა, იგი არის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის პროფესორი კალიფორნიის შტატ მალიბუს პეპერდინის უნივერსიტეტში და  ამჟამად  ფსიქოფარმაკოლოგიას და ფსიქოლოგიურ შეფასებას ასწავლის.

მინდია გაბიჩვაძე  ‘’Nsight Psychotherapy Group’’- ის  ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაკომერციული ამბულატორიული ოფისების თანადამფუძნებელი და კლინიკური დირექტორია სამხრეთ კალიფორნიაში.

სხვა სიახლეები

“გვირაბი” მონტენეგროს ფესტივალზე საუკეთესო ფილმად დასახელდა

Editor

აივნიდან გადმოგდებული პატარა ბარათი ფულთან ერთად

Editor

5 მარტს ვოკალური მუსიკის კონცერტი გაიმართება

Editor

კვიპროსული კინოს დღეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

Editor

აჭარაში, ხიხანის ციხეზე  ტურისტული ბილიკი მოეწყობა 

Editor

ინფორმაცია ემიგრანტებისთვის

Editor