ქართველი ტანმოვარჯიშეები ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ
12-წლამდელთა სინქრონულ ხტომაში მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა პირველი ადგილი დაიკავეს. ბატუტზე ხტომის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიის დედაქალაქში იმართება, ქართველი სპორტსმენები კი რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობენ.
16-წლამდელთა ერთეულში ანანო აფაქიძემ მე-10 ადგილი, მეგი ფარულუამ – 49-ე, ხოლო სოფო დაშნიანმა 64-ე ადგილი დაიკავა. ტოკიოში მედლებისათვის ბრძოლას 16-წლამდელთა წყვილი აგრძელებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მსაჯთა შორის საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, რუსუდან ხოფერიაც გახლდათ.
წყარო: ლელო