საქართველო ვაშინგტონში “Winternational Embassy Showcase”-ში მონაწილეობდა

საქართველოს საელჩო ვაშინგტონში არსებულ 50-ზე მეტ დიპლომატიურ მისიას შეუერთდა და მონაწილეობა მიიღო საშობაო სეზონის ყველაზე დიდ “Winternational Embassy Showcase” ყოველწლიურ ფესტივალში, რომელიც ტრადიციულად საერთაშორისო მსოფლიო სავაჭრო ცენტრში, რონალდ რეიგანის შენობაში გაიმართა.

ფესტივალი მერვე წელია ტარდება, თუმცა  საქართველოს საელჩომ პირველად მიიღო მონაწილეობა და სტუმრებს ქართული კულტურა და ტრადიციები ადგილობრივი ქართველი ხელოვანების ხელნაკეთი მხატვრული ნიმუშებით, ქართული კერძებითა და ღვინით, საქართველოს სარეკლამო ტურისტული ინფორმაციითა და ვიზუალური მასალით წარუდგინა.

საერთაშორისო კულტურის, ტურიზმისა და ვაჭრობის წარმდგენ  ფესტივალს ხუთი ათასამდე სტუმარი დაესწრო. ღონისძიების ორგანიზატორია “მსოფლიო სავაჭრო ცენტრი” და ადგილობრივი ასოციაცია Trade Center Management Associates (TCMA).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები