Miss & Mister Deaf Stars 2019- ის ქართველი გამარჯვებულები

ზუგდიდელი თამარ ხაზალია იტალიაში,  გალლიპოლიში გამართულ სმენადაქვეითებულთა სილამაზის მსოფლიო კონკურსში Miss & Mister Deaf Stars 2019 “მისს ფოტოგენურობის” ტიტულის და მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ის ამ კონკურსში საქართველოს ყრუთა საზოგადოების ინიციატივით მოხვდა. ამავე კონკურსის  მესამე ადგილის მფლობელი და “მისტერ ფოტოგენურობა”  ასევე საქართველოს წარმომადგენელი აკაკი ცანკაშვილი გახდა.

„საოცარი იყო კონკურსის დღე, რადგან ამდენი ადამიანი ერთმანეთს გულშემატკივრობდა. ეს იყო ადამიანების თანადგომის და ურთიერთპატივისცემის საუკეთესო მაგალითი.

მე მესამე ადგილი დავიკავე. ყველა გრძნობა ერთად მერეოდა, დიდი სიხარული იყო. ეს ის შემთხვევაა, რომლის დავიწყებაც ცხოვრებაში შეუძლებელია. მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა ვყოფილიყავი ასეთი მასშტაბის კონკურსის მონაწილე” – წერს  თამარი.

18 წლის თამარი თბილისის 203-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. თავისუფალ დროს კი ყრუთა კავშირთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ლილეში” ცეკვავს, ან ხატავს. ასევე ამუშავებს საგალობლებს ჟესტურ ენაზე. აკაკიც მე-11 კლასის მოსწავლეა და ისიც თავისუფალ დროს სმენადაქვეითებულთა კავშირთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ლილეში” ცეკვავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.