ახალი ამბები დღის ვიდეო

ბაქოში აფხაზეთის კაპელის სოლო-კონცერტი გაიმართა 

ქალაქ ბაქოში, მუსლიმ მაგომაევის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიაში აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სოლო-კონცერტი გაიმართა. კაპელა, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, მსმენელის წინაშე ქართული და უცხოური კომპოზიციებით წარსდგა.

კონცერტის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ მიმართეს.

კონცერტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების, ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორისა და აზერბაიჯანის კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

“უთქმელი ამბავი – სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტის ისტორია” 

Editor

“საქართველო – უძველესი კულტურის ქვეყანა“- ფოტოგამოფენა ბელორუსის დედაქალაქში

Editor

მარადია ცაავას “წყალს საზღვრები არ აქვს” „NEW TALENTS CAUCASUS“ პიჩინგის ორგზის გამარჯვებული გახდა

Editor

ონლაინ ლექცია GIPA-ს სოციალურ სწავლებათა სკოლის სტუდენტებისთვის

Editor

დიდი ბრიტანეთის სავიზო ცენტრი თბილისში მუშაობას 29 ივნისიდან განაახლებს

Editor

„სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ…” – 3 მარტი დედის დღეა

Editor