ბათუმის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – BATUMI INTERNATIONAL

2019 წლის 7-20 დეკემბერს, ბათუმი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

ფესტივალის დააარსების იდეა  ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის, სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს –  ანდრო ენუქიძეს და მის უცხოელ მეგობრებს ეკუთვნით.

ფესტივალს საერთაშორისო დირექტორთა/ექსპერტთა საბჭო ჰყავს, რომელიც დაკომპლექტებულია მსოფლიოში გავლენიანი  პროდიუსერებით, თეატრმცოდნეებით, როგორებიც არიან: რომან დოლჟანსკი (ისრაელი), დარიუშ კოსინსკი (პოლონეთი), იაცეკ გლომბი (პოლონეთი), ასტა კაზლაუსკიენე (ლიტვა), ლიუჩიან ბალეანუ (რუმინეთი), ანდრო ენუქიძე (თავმჯდომარე, საქართველო).

ბათუმის პირველ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი, წამყვანი თეატრალური კომპანიები და დასები გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან. ფესტივალის ფარგლებში  „შოუ-ქეისი“ გაიმართება, სადაც მაყურებელი აჭარაში მოქმედი თეატრების წარმოდგენებს იხილავს.

ფესტივალის მიზანია: მსოფლიო სათეატრო რუკაზე ბათუმის, როგორც მდიდარი თეატრალური ტრადიციების ქალაქის გაჩენა. აჭარის  რეგიონის ცნობადობის გაზრდა ევროპასა და მთელ მსოფლიოში;

საფესტივალო სპექტაკლებს ბათუმის თეატრი  უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები