ქართული ხელნაწერების გამოფენა „ვეფხისტყაოსანი – ევროპა და აზია ერთ წიგნში“ და ღვინის დეგუსტაცია პარლამენტში
საქართველოს საელჩოსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის, კორეა-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ერთობლივი ინიციატივით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც პარალელურად ქართული ხელნაწერების გამოფენა „ვეფხისტყაოსანი – ევროპა და აზია ერთ წიგნში“ გაიხსნა და ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო.
პარალელურად, ნაჩვენები იყო კორეული საზოგადოებრივი ტელევიზიის KBS – ის მიერ მიმდინარე წელს მომზადებული ტურისტული რგოლები საქართველოს შესახებ, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, მუნ ჰი-სან გი და 100-მდე სტუმარი იყო მოწვეული. მათ შორის, ეროვნული ასამბლეის დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები.