ქართული ხელნაწერების გამოფენა „ვეფხისტყაოსანი – ევროპა და აზია ერთ წიგნში“ და ღვინის დეგუსტაცია პარლამენტში

საქართველოს საელჩოსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის, კორეა-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ერთობლივი ინიციატივით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში,  წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც პარალელურად ქართული ხელნაწერების გამოფენა „ვეფხისტყაოსანი – ევროპა და აზია ერთ წიგნში“ გაიხსნა და  ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო.

პარალელურად, ნაჩვენები იყო კორეული საზოგადოებრივი ტელევიზიის KBS – ის მიერ მიმდინარე წელს მომზადებული ტურისტული  რგოლები საქართველოს შესახებ, რამაც  საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით  კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, მუნ ჰი-სან გი და 100-მდე სტუმარი იყო მოწვეული.  მათ შორის, ეროვნული ასამბლეის დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.