ახალი ამბები ყველა სიახლე

გერმანიაში  ოთარ მაღრაძის  სოლო  კონცერტი გაიმართება

2020 წლის 31 იანვარს , გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში მუსიკოსის ოთარ მაღრაძის  სოლო  კონცერტი გაიმართება.

ოთარ მაღრაძე: „ყველაფერი იმით დაიწყო,  რომ  აღმაშენებელზე, ერთ –  ერთ  ბარში ვუკრავდი. იქ იმყოფებოდა გერმანელი წყვილი, რომელიც  ჩემი შესრულებით აღფრთოვანებული დარჩა. სწორედ ამ დროს, ბარში  გერმანია საქართველოს კულტურული ურთიერთობების ხელძღვანელი თომას  ფიშინგერი იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად და მან მიმიწვია გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში. კონცერტი გაიმართება ქალაქის ერთ – ერთ პრესტიჟულ დარბაზში . ამ კონცერტის დაგეგმვაში ასევე ძაალიან დამეხმარა ქალბატონი  ნანა ტეტელოშვილი.”

ოთარ მაღრაძეს მრავალი ჯაზური მუსიკის კონცერტი აქვს ჩატარებული, მონაწილეობდა  საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალებში.

იგი საარბრიუკენის,  ჰანოვერის, ტალინის, ნანტის, მოსკოვის, დონეცკის, ერევნის, რიგის, ვილნიუსის ჯაზ-ფესტივალების ლაურიატია. ჩაწერილი აქვს 4 დისკი და უკრავდა ისეთი მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან, როგორებიც  არიან: ჩაკა ხანი,  ბობ მონცერი, ბენი გოლსონი და სხვები.

მან ახლახანს გამოსცა თავისი ჯაზური კომპოზიციების ნოტები – ‘’ რვა ჯაზური კომპოზიცია’’, რომლის პრეზენტაცია 11 დეკემბერს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი შედგება და  ნოტების გარკვეული რაოდენობა საჩუქრად  დარიგდება.

სხვა სიახლეები

გამოფენა – ”განათლება საზღვარგარეთ”

Editor

რა შეიძლება გვასწავლოს თვითიზოლაციამ?! – რამაზ გიგაურის ონლაინ მასტერკლასი

Editor

„30 საუცხოო რამ, რაც თბილისში უნდა გააკეთო“- ცნობილი მოგზაურების რჩევები

Editor

გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები ქართველებისათვის ექიმები ონლაინკონსულტაციას გამართავენ

Editor

ვინ იყვნენ პირველი ქართველი მფრინავი ქალები სამეგრელოდან

Editor

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნება

Editor