„ქართული სამზარეულოს წიგნი“ სლოვაკურ ენაზე გამოიცა
სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში არსებულმა ქართულმა რესტორანმა, „Gruziňák ანდრეა ადამოვიჩოვას მიერ სლოვაკურ ენაზე ნათარგმნი ქართული სამზარეულოს წიგნის „Gruzinska kuchárka”-ს პრეზენტაციას უმასპინძლა.
პრეზენტაციას სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და კოშიცეს მხარის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს გამართულ მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები.