ქართველმა მწერალმა „ბერლინელი ავტორების 2020 წლის სტიპენდია“ მიიღო

გერმანიაში მოღვაწე ქართველი  მწერალი ზაზა ბურჭულაძე ერთ-ერთია იმ 10 არაგერმანელ მწერალს შორის, რომელიც ასოციაციამ „Senatsverwaltung für Kultur und Europa“ სასტიპენდიო პროგრამისათვის შეარჩია.  ამის შესახებ ინფორმაციას  “Berlin.de -The Official Website of Berlin“ აქვეყნებს.

პროგრამა გერმანიაში მცხოვრები იმ არაგერმანელი ავტორებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც თავიანთ მშობლიურ ენაზე ქმნიან ნაწარმოებებს. წელს სტიპენდიის ჯამურმა ოდენობამ 244 000 ევრო შეადგინა და თანაბრად გადანაწილდა ათივე გამარჯვებულზე.

ქართველ მწერალთან ერთად, 178 პრეტენდენტიდან გამარჯვებულად შეირჩნენ ავტორები, რომლებიც ივრითზე, ქურთულად, ინგლისურად, ბერძნულად და არაბულად წერენ.

„Senatsverwaltung für Kultur und Europa“-ის სტიპენდიანტი მწერლები 2020 წელს ბერლინში ერთობლივ ლიტერატურულ ღონისძიებასაც გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები