პეკინის ცეკვის აკადემიამ ნინო ანანიაშვილს აკადემიის პროფესორის წოდება მიანიჭა

პეკინის ცეკვის აკადემიამ “BDA” პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილს აკადემიის პროფესორის წოდება მიანიჭა. საზეიმო ცერემონია პეკინში, ჩინეთში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის გასტროლის დროს შედგა.

ნინო ანანიაშვილმა აკადემიაში მასტერკლასებიც ჩაატარა. ის პეკინის ცეკვის აკადემიასთან 2012 წლიდან თანამშრომლობს. აკადემიის სტუდენტებისთვის პრიმა-ბალერინამ ჩაიკოვსკის „მაკნატუნას“ სუიტა და „შოპენიანა“ დადგა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი ჩინეთში ტურნეს 12 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე მართავდა, დასის სპექტაკლები საქართველოში კი 12 იანვრიდან განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები