„მესტიიდან უშგულამდე“ – ბრიტანელი ველომოგზაურების ტური სვანეთში

კრისი და გები დიდი ბრიტანეთიდან, ქალაქ მანჩესტერიდან არიან და  2018 წლის 9 ივლისს სწორედ ამ ქალაქიდან დაიწყეს თავიანთი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო.

„ორი მოგზაური, 2 ველოსიპედი, 100,000-ზე მეტი კილომეტრი გასავლელად, 67 ქვეყანა, 7 კონტინენტი (მათ შორის, ანტარქტიკა)  და 7 წელი –  ამ გეგმებით წამოვედით  The Nightingale Center–დან“- ამბობს კრისი.

საქართველო მათი მოგზაურობის მე-17 ქვეყანა იყო, სადაც მხოლოდ 2 კვირით დაყოვნებას გეგმავდნენ.

„ჩვენ 2 თვის წინ ჩამოვედით საქართველოში და  2 კვირით უნდა დავრჩენილიყავით აქ, მაგრამ გამოიცანით, რა მოხდა? – ჩვენ ისევ თბილისში ვართ. ეს ჩვენი მე-17 ქვეყანაა და ძნელი ასახსნელია, რა გვაჩერებს, რა გვიზიდავს აქ. აქვს ამ ქვეყანას რაღაც იდუმალი, რითაც გაყვარებს თავს, შეიძლება ეს მისი საოცარი ხალხია. ჩვენ უბრალოდ შეგვიყვარდა ეს  გამორჩეული ქვეყანა. ზუსტად არ ვიცით, რამდენ ხანს დავრჩებით, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოს უბრალოდ შეუძლია, გველოდოს“- წერს კრისი საკუთარ გვერდზე და სვანეთში მოგზაურობისას გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.