“თუ საკუთარ მიწაზე სიარული საზღვრის დარღვევაა, ყველანი “პატიმრები” ვართ”

ცხინლვალის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია ფეხბურთის გულშემატკივრებმა გამართეს.

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მატჩის მსვლელობისას გულშემატკივრებმა სტადიონზე გამოფინეს ბანერი, წარწერით – “თუკი საკუთარ მიწაზე სიარული საზღვრის დარღვევაა, მაშინ ყველანი “პატიმრები” ვართ”. 

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ექიმი და ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც, დე-ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ექიმი დღემდე  ცხინვალის იზოლატორში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.