შესაძლოა, ესტონეთი “ევროვიზია 2020-ის” კონკურსზე საქართველოზე დაწერილი სიმღერით წარსდგეს

Georgia on my mind – ასე ჰქვია ესტონელი მუსიკოსის, ეგერტ მილდერის სიმღერას, რომელიც საქართველოს ეძღვნება. მუსიკოსი  ევროვიზია 2020-ის შესარჩევ, შიდარესპუბლიკურ ტურში მონაწილეობს და კონკურსზე საქართველოზე დაწერილ სიმღერასა და საქართველოშივე გადაღებულ ვიდეორგოლს წარადგენს.

„Eesti Laul 2020“-ის კონკურსს ესტონეთის ეროვნული მაუწყებელი „Eesti Rahvusringhääling (ERR)“ ყოველწლიურად ატარებს. გამარჯვებულ სიმღერას კი ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე წარადგენს.

„Georgia on my mind-ის“ მუსიკა და ტექსტი  კასპარ კალუსტის, მატეო კაპრეოლისა და ეგერტ მულდერის მიერაა შექმნილი. ვიდეორგოლის რეჟისორი კი მარტ ვარესი გახლავთ.

ეგერტ მილდერი ცნობილი ესტონელი მომღერალია, რომელიც მუდმივად მოგზაურობს- მისი მუსიკა კი მსოფლიო კულტურასა და განსხვავებულ ჟღერადობებს აერთიანებს. „მისი ბგერები ღრმად არის გაჟღენთილი მსოფლიო მუსიკით და ასახავს საიდუმლო შთაგონებას ფილიპინებიდან თუ ნიკარაგუადან საქართველოს კავკასიონის მთებამდე“ – წერს ესტონური გამოცემა.

კონკურსის ფინალი  29 თებერვალს ტალინში გაიმართებავ და  გამარჯვებული მაყურებლისა და ჟიურის ქულების ჯამის საფუძველზე გამოვლინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები