ნათია თოდუა გერმანიაში საუკეთესო სოლო შემსრულებლად აღიარეს
ქართველი მომღერალი ნათია თოდუა „Music Video Underground-ის“ გამარჯვებული გახდა. ნომინაციაში „თვის საუკეთესო ვიდეო“ – ნათია თოდულამ საკუთარი ახალი სიმღერა „love letter“ და ვიდეორგოლი წარადგინა.
ნათია თოდუა გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალია, რომელიც „The Voice of Germany-ის“ მეშვიდე სეზონის მოგების შემდეგ, 2017 წელს გახდა ცნობილი.
აღნიშნული კონკურსი კი პირველად 2016 წელს პარიზში გაიმართა. 2017 და 2018 წლებში კი აშშ-ში, ლოს-ანჯელესში იმართებოდა. სხვადასხვა დროს Music Video Underground-მა საუკეთესო სოლო შემსრულებლებად ადელი, მეისი გრეი და Vanessa Paradis დაასახელა.