მექსიკაში „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

“ვეფხისტყაოსნის” ესპანურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია  ხალისკოს შტატის ქალაქ გვადალახარაში წიგნის საერთაშორისო გამოფენა „FIL 2019-ის“ ფარგლებში გაიმართა.

წელს ფესტივალის ოფიციალურ მასპინძლად ინდოეთია დასახელებული. 1 დეკემბერს, “FIL 2019” ფარგლებში, გვადალახარას უნივერსიტეტის პავილიონის საპატიო სტუმარი საქართველო იყო.

საქართველოს ელჩმა მექსიკის შეერთებულ შტატებში, ზურაბ ერისთავმა, უნივერსიტეტის რექტორატის წარმომადგენლებთან ერთად, “ვეფხისტყაოსანის” ესპანურენოვანი გამოცემისა და ახალი, ერთობლივი გამოცემის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციამ საერთაშორისო გამოფენის სტუმრების ყურადღება დაიმსახურა. საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საელჩოს, მალაგის უნივერსიტეტისა და გვადალახარას უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, ისაუბრა ქართულ კულტურაზე, ენასა და დამწერლობაზე, პასუხი გასცა სტუმრების შეკითხვებს.

პრეზენტაციაზე საქართველოსა და ქართული ანბანის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლებიც უჩვენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები