„ბუდრუგანა გაგრა“ – ბელგიაში ჩრდილების თეატრის წარმოდგენა გაიმართება
ჩრდილების სახელმწიფო თეატრი ბუდრუგანა გაგრა ბელგიაში გასტროლისთვის ემზადება.
ქართული თეატრი მსოფლიოში ცნობილ მანდოლინისტ ავი ავიტალთან და ვენეციის ბაროკო ორკესტრთან ერთად საღამოზე – „ვივალდი ჩრდილების სამყაროში“ წარსდგება. ღონისძიება ბრიუსელის ხელოვნების ცენტრში, Bozar-ის საკონცერტო დარბაზში 7 დეკემბერს ჩატარდება.
ჩრდილების სახელწიფო თეატრის პროექტი პირველად 2018 წელს, დორტმუნდის საკონცერტო დარბაზში განხორციელდა. მისმა წარმატებამ განაპირობა ბრიუსელის ხელოვნების ცენტრის დიდი ინტერესი და წარმოდგენის ხელახალი ორგანიზება.
„ბუდრუგანა გაგრა“ ჩრდილების სახელწიფო თეატრია, რომელიც 1982 წელს გელა კანდელაკის მიერ შეიქმნა და მას შემდეგ 300-მდე წარმოდგენა შესთავაზა მაყურებელს.