ქართველი მწერალი გერმანიის მწერალთა კავშირის იუბილეს მორიგ ღონისძიებას  გახსნის

გერმანიის მწერალთა კავშირი 50 წლის იუბილეს ფარგლებში მორიგ ღონისძიებას მართავს.  ექვსი ბონელი ავტორი მკითხველთან ერთობლივ ლიტერატურულ შეხვედრას აწყობს, რომელსაც ქართველი ავტორი, ირმა შიოლაშვილი გახსნის.

მოსალოდნელი ლიტერატურული საღამოს შესახებ ინფორმაცია  ბონის ყოველდღიურ გაზეთში, “General Anzeiger” – ში გამოქვეყნდა.

ქართველი მწერალი და მთარგმნელი ირმა შიოლაშვილი 1999 წლიდან გერმანიაში, ქალაქ ბონში ცხოვრობს და წლების მანძილზე ბონის რეგიონალური რადიოს (Bonn/Rhein-Sieg) ეთერში უძღვება გადაცემას ქართულ კულტურაზე.

ირმა შიოლაშვილი საიუბილეო ლიტერატურულ მარათონშიც მონაწილეობდა, რომელიც სამხრეთ გერმანიის მწერალთა კავშირმა 50 წლის იუბილეს ფარგლებში 15 ნოემბერს გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.