საქართველო ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე “BeoWine Fair” – 2020 პირველად წარდგება

სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფისსა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში უმსხვილესი ღვინის საერთაშორისო გამოფენა BeoWine Fair-ის ორგანიზატორების შეთანხმებით, 2020 წლის 20-23 თებერვალს დაგეგმილ გამოფენაში საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნულის შესახებ გამოფენის ოფიციალური ვებ-გვერდი საგანგებო სტატიას აქვეყნებს და საქართველოში ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე ამახვილებს ყურადღებას.

„როდესაც გიზაში პირამიდები შენდებოდა, საქართველოში უკვე ღვინის წარმოების 3500-წლიანი ტრადიცია ჰქონდათ. წარმოუდგენლად ძველი ტრადიციიდან გამომდინარე, ღვინის დამზადება ქართველების ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ღვინის ქვევრში დამზადების მეთოდი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული. ქართული ღვინოები წარმოდგენილი იქნება BeoWine Fair-2020-ზე, რითაც აღსრულდება სერბეთში მცხოვრები უამრავი ღვინის მოყვარული ადამიანის ოცნება, რომელთათვისაც საქართველოს ენოლოგიური სიმდიდრე მანამდე მიუწვდომელი იყო“, – აღნიშნულია სტატიაში.

BeoWine Fair-2020 ტარდება სერბეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი ტურისტული გამოფენის,Belgrade Tourism Fair-ის ფარგლებში, რომლის საპატიო სტუმარი ქვეყანა 2020 წელს ეგვიპტე იქნება. სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით, გამოფენის ორგანიზატორები,  პირამიდებსა და ქართული ღვინის ტრადიციებს შორის პარალელს ავლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.