ნათია თოდუა გერმანიაში საუკეთესო სოლო შემსრულებლად აღიარეს

ქართველი მომღერალი ნათია თოდუა  „Music Video Underground-ის“ გამარჯვებული გახდა. ნომინაციაში „თვის საუკეთესო ვიდეო“ – ნათია თოდულამ საკუთარი ახალი სიმღერა „love letter“ და ვიდეორგოლი წარადგინა.

ნათია თოდუა გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალია, რომელიც „The Voice of Germany-ის“ მეშვიდე სეზონის  მოგების შემდეგ, 2017 წელს გახდა ცნობილი.

აღნიშნული კონკურსი კი პირველად 2016 წელს პარიზში გაიმართა. 2017 და 2018 წლებში კი აშშ-ში, ლოს-ანჯელესში იმართებოდა. სხვადასხვა დროს Music Video Underground-მა საუკეთესო სოლო შემსრულებლებად  ადელი, მეისი გრეი და Vanessa Paradis დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.