ახალი ამბები

„ბუდრუგანა გაგრა“  – ბელგიაში ჩრდილების თეატრის წარმოდგენა გაიმართება

ჩრდილების სახელმწიფო თეატრი ბუდრუგანა გაგრა ბელგიაში გასტროლისთვის ემზადება.

ქართული თეატრი მსოფლიოში ცნობილ მანდოლინისტ ავი ავიტალთან და ვენეციის ბაროკო ორკესტრთან ერთად საღამოზე – „ვივალდი ჩრდილების სამყაროში“ წარსდგება. ღონისძიება ბრიუსელის ხელოვნების ცენტრში, Bozar-ის საკონცერტო დარბაზში 7 დეკემბერს ჩატარდება.

ჩრდილების სახელწიფო თეატრის პროექტი პირველად 2018 წელს, დორტმუნდის საკონცერტო დარბაზში განხორციელდა. მისმა წარმატებამ განაპირობა ბრიუსელის ხელოვნების ცენტრის დიდი ინტერესი და წარმოდგენის ხელახალი ორგანიზება.

„ბუდრუგანა გაგრა“ ჩრდილების სახელწიფო თეატრია, რომელიც 1982 წელს გელა კანდელაკის მიერ შეიქმნა და მას შემდეგ 300-მდე წარმოდგენა შესთავაზა მაყურებელს.

სხვა სიახლეები

ქართული ღვინის დეგუსტაცია კორეის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 

Editor

„ვიზეარმა“ ქუთაისის აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

Editor

საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებითი რეისები დაინიშნა

Editor

ლიეტუვაში ქართული საღამო გაიმართა

Editor

ინდუსტრიულ პროგრამაში CannesDocs შორენა თევზაძე მონაწილეობს

Editor

ქართველმა არქეოლოგებმა კვიპროსზე 4 ქართული მონასტრის ნაშთს მიაკვლიეს

Editor