„ქართულ-თურქული ურთიერთობები“ – ანკარაში საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა

ანკარაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და „თურქეთის საისტორიო საზოგადოების“ ორგანიზებით, 2019 წლის 2 დეკემბერს  „IV საერთაშორისო სიმპოზიუმი – ქართულ-თურქული ურთიერთობები“ ჩატარდა.

ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებსა და ორი ქვეყნის წამყვანი ისტორიკოსების მონაწილეობით გამართული  სიმპოზიუმის მნიშვნელობას.

სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებენ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელები: სოხუმის სახელმწიფო უნივერისიტეტის რექტორი, ზურაბ ხონელიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორის მოადგილე, მერაბ ბერიძე და აკადემიური წრეების სხვა წარმომადგენლები. მომდევნო, V საერთაშორისო სიმპოზიუმს მომავალ წელს თბილისი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები