ქართული ქვევრის ღვინო ბერლინის ,,RAW WINE” გამოფენაზე მოხვდა
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე ეკო ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW WINE” საქართველოდან ქვევრის ღვინოა წარმოდგენილი.
“RAW WINE”ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ღვინოების უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება. გამოფენაზე მონაწილე მარნებს კი ოთხი კრიტერიუმის დაკმაყოფილება ევალებათ:
- ვაზი გაზრდილი უნდა იყოს ყოველგვარი ქიმიკატების გარეშე;
- ყურძენი ხელით ან ტრადიციული მეთოდით (თანამედროვე ტექნიკის გარეშე) უნდა დაიწუროს;
- გამოყენებული უნდა იქნეს ტრადიციული მეთოდები ( როგორიცაა, მაგალითად, ქვევრში ღვინის დაყენება)
- უკვე ჩამოსხმული ღვინის რაც შეიძლება ნაკლებად დაყოვნდეს სარდაფში
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, აღნიშნულ გამოფენაში ქვევრის ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობს. “RAW WINE-ზე“ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული 7280 სახეობის ღვინოა წარმოდგენილი.