ქართველი ტანმოვარჯიშეების მორიგი გამარჯვება ბუდაპეშტში

29, 30 ნოემბერსა და 1-ელ დეკემბერს, ქალაქ ბუდაპეშტში, Fiji-ის ეგიდით, საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა ტანვარჯიშში, რომელშიც 20 ქვეყნიდან 55 კლუბი მონაწილეობდა.

საქართველოდან მაყურებლის წინაშე ქეთი ხატიაშვილის აკადემია წარსდგა. კლუბის მსაჯი – ალიონა კორბუკოვა, მწვრთნელი – ქეთი ხატიაშვილი. ტურნირში მონაწილეობდნენ:  ანასტასია ხაჩიძე, მარიამ ხუხია, ანასტასია ვადაჩკორია, ანარიელა პულაევა, სალომე ცხადაია და  სოფია დოროჟკინა.

250 მონაწილიდან წარმატებული მოასპარეზე ტურნირის ფოტოგრაფის რჩეული მარიამ ხუხია, ხოლო ანასტასია ვადაჩკორია, ყველაზე ძლიერ, A კატეგორიაში  აბსოლუტური გამარჯვებული  და ტურნირის 1-ელი ადგილის მფლობელი გახდა. იგი ბურთით და რგოლით ასპარეზობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები