„რუსული გავლენა საქართველოსა და კავკასიის რეგიონზე“ – შეხვედრა ავსტრალიის უნივერსიტეტში

საქართველოს ელჩმა ავსტრალიის თანამეგობრობაში, გიორგი დოლიძემ ეროვნული უნივერისტეტის „სტრატეგიული თავდაცვის სწავლების ცენტრში“ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, რომელიც 2 დეკემბერს გაიმართა,  განხილულ იქნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები და მათი გავლენა საქართველოსა და რეგიონზე. ამავე კონტექსტში, საქართველოს ელჩმა ავსტრალიელ ექსპერტებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებასა და რუსეთის უკანონო პროვოკაციულ ქმედებებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მიზნებსა და პრიორიტეტებზე და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე.

ელჩმა შეხვედრა ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის „სტრატეგიული თავდაცვის სწავლებათა ცენტრში“, მრგვალი მაგიდის ფორმატში  გამართა და მას ავსტრალიელი პოლიტიკური ექსპერტები, აკადემიური წრეებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები