ნიკოლოზ რაჭველის დაწერილი მუსიკა ჭადრაკის ოფიციალურ ჰიმნად დაამტკიცეს

ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორის, კომპოზიტორის და პიანისტის, ნიკოლოზ რაჭველის მიერ დაწერილი მუსიკა ევროპის საბჭომ ჭადრაკის  ოფიციალურ ჰიმნად დაამტკიცა.

როგორც ნიკოლოზ რაჭველი თავის ფეისბუქ გვერდზე წერს, ვერ წარმოიდგენდა, რომ როდესმე ჰიმნს დაწერდა – ’ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჰიმნის დაწერა მომიწევდა… ჭადრაკის ევროპის საბჭომ ჩემი მუსიკა დაამტკიცა სპორტის ამ ისტორიული სახეობის ევროპის ოფიციალურ ჰიმნად, დღეს კი ჩემს თვალწინ ამ მუსიკის შესრულებისას, მონაკოში ფეხზე იდგნენ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდები (მათ შორის იუდიტ პოლგარი, გარი კასპაროვი, ჩვენი უდიდესი ქალბატონები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე, ჩემპიონები, დიდოსტატები, არბიტრები, მონაკოს სამეფო ოჯახის, მთავრობისა და შემოქმედებითი საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენლები)…

უჰ რა მაგარი შეგრძნება ყოფილა!!!

დიდი მადლობა ჩემო უძვირფასესო ზურა და თეა ასეთი რამ რომ განმაცდევინეთ!!!!

დანარჩენს მერე მოვყვები. მონტეკარლოში ჭადაკის ევროპის პირველი დაჯილდოვების ცერემონია ახლახანს დასრულდა, მე კი ვცდილობ სამახსოვრო ფოტოები გადავიღო ბავშვობის დროინდელ კუმირებთან…

მამაჩემი, რომელიც ჭადრაკის უდიდესი ქომაგი იყო, ვიდრე მყავდა (13 წლის ასაკამდე) მოასწრო ჩემშიც ჩაენერგა იგივე დამოკიდებულება, ამიტომ დღეს ის ყველაზე ბედნიერი და ამაყი იქნებოდა ჩემით…’’

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.