გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“ ფრანგულ ენაზე გამოიცა

წიგნი ფრანგულ ენაზე  მწერალთა სახლის ხელშეწყობით ითარგმნა და გამომცემლობა “Meduza”-ს მიერ გამოიცა. გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“ ფრანგულ ენაზე მაია ქაცანაშვილმა თარგმნა. მწერალმა პარიზსა და რუანში გამართულ წიგნის ფესტივალებზეც მიიღო მონაწილეობა.

გიორგი კეკელიძის “თომას ზღაპრების” პერსონაჟი თომა, პატარა ჯუჯაა, რომელშიც უფროსები თუ ბავშვები საკუთარ თავს აღმოაჩენენ… ზღაპრების ახალი წიგნი იმ საბავშვო ნაწარმოებებს მიეკუთვნება, რომელთა წაკითხვა ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია.

სწორედ “თომას ზღაპრებით” შედგა ქართული ბესტსელერის, „გურული დღიურების“ ავტორის დებიუტი საბავშვო მწერლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები