ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქართული საღამო ჩაატარეს

ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტებმა ელენე ენუქიძის თაოსნობით, ქართული საღამო ჩაატარეს.

ღონისძიებას  უნგრეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ესწრებოდნენ. ქართველმა სტუდენტებმა საქართველოს ისტორიის, კულტურის, სამზარეულოსა და ტრადიციების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც,  აუდიტორიის ჩართულობით, შემეცნებითი ვიქტორინა გაიმართა. ვიქტორინის გამარჯვებულებს  სამახსოვრო საჩუქრები – ქართული ტრადიციული სუვენირები, ღვინო და ბუდაპეშტში მოქმედი ქართული რესტორნის „ხაჭაპურის“ ვაუჩერები გადაეცათ.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კულინარიულ მასტერკლასში და  ქართული სამზარეულოს მრავალფეროვანი კერძები დაეგემოვნებინათ.

ღონისძიებას  საქართველოს ელჩი ზაალ გოგსაძე და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.