5 დეკემბერს საკონსულო მომსახურებას მილანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო ადგილზე გაუწევს

5 დეკემბერს იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის წარმომადგენლები განახორციელებენ ქალაქ მილანში მივლინებას და საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო მომსახურებას ადგილზე გაუწევენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საკონსულო მიღება განხორციელდება მილანში საქართველოს საპატიო კონსულის ლელიო ორსინი დ’არაგონა ბაგრატიონის ხელშეწყობით.  მოქალაქეთა მიღება იწარმოებს ხუთშაბათს 5 დეკემბერს 10:00-18:00 სთ-ებში, შემდეგ მისამართზე:  Via Zebedia 2, Milano.

დეტალური ინფორმაცია მომსახურებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ვებგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.