ახალი ამბები

შვეიცარიის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითაც შეძლებენ

შვეიცარიის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითაც შეეძლებათ.

აღნიშნული ცვლილება მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში შევიდა, დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა. 2019 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული დადგენილება უკვე ძალაშია.

„შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი“ – წერია დადგენილებაში,  რომელიც იმ ქვეყნების ჩამონათვალს ეხება, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ.

სხვა სიახლეები

საქართველოთი ინსპირირებული კორეელი მხატვრის შემოქმედება

Editor

გზავნილი ტურისტებს – საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ქართული ღვინო დაურიგდათ

Editor

საქართველოში კორონავირუსისაგან კიდევ  17 ადამიანი გამოჯანმრთელდა

Editor

“ეგონა ეტყოდნენ ვინ ხარ, აქ რას ჩამოეთრიე… ასე ეგონა, თორემ ყველა თავისი გზით მიდიოდა…”

Editor

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უნიკალური ნიმუშები შეიძინა

Editor

ლაშა ტალახაძის მორგი ტრიუმფი მსოფლიო თასზე- ძალოსანმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა

Editor