ათენში ყოველწლიურ საქველმოქმედო საშობაო გამოფენაში საქართველოც მონაწილოებდა

ქალაქ ათენში მოქმედი საქველმოქმედო საზოგადოების ,,Friends of Child’’ ორგანიზებითა და ათენში აკრედიტებული საელჩოების მონაწილეობით, საგამოფენო ცენტრში „ჰელექსპო“ გაიმართა ყოველწლიური საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიებაში საქართველოს საელჩო, ტრადიციულად, წარმოდგენილი იყო ეროვნული სტენდით, სადაც საბერძნეთში მცხოვრები ქართველების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები გამოფინეს, ასევე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი მასალა.

გამოფენის სტუმრებს საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ასევე საელჩოს თანამშრომლები. საშობაო ღონისძიების ფარგლებში ათენის კულტურის ცენტის ,,კავკასია” ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა შეასრულა ქართული ეროვნული ცეკვები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.